ჩვენს შესახებ
ლამაზია ჩვენი ქვეყანა მისი მრავალფეროვანი ბუნებით, როცა ამ საოცრების წიაღში იზრდები ძნელია მისი გაზიარების სურვილი არ გაგიჩნდეს, ზუსტად ეს განაპირობებს ჩვენს სტუმართმოყვარეობას. გალერეის დაათვალიერებისას აუცილებლად დაგეუფლებათ სურვილი თქვენი თვალით იხილოთ ჩვენი ლამაზი ქვეყანა, დაათვალიეროთ მისი ისტორიული ძეგლები, გაეცნოთ ხელოვნების და ხუროთმოძღვრების ნიმუშებს.
სასიამოვნო მოგზაურობას გისურვებთ.
ტურები
„ვოიაჟ ტური“ გთავაზობთ საქართველოში ტურებს. სიმარტივისთვის ტურები სხვადასხვა კატეგორიად იყოფა, ისე რომ ტურისტმა შეძლოს თავისთვის შესაფერისი ტურის არჩევა. ასევე მოსახერხებელია რამდენიმე ტურის არჩევა.
კულტურული ტურები გულისხმობს ჩვეულებრივ ექსკურსიებს. კულტურული ტურების უმეტესობა ხელმისაწვდომია წელიწადის ნებისმიერ დროს და ტურისტთა ნებისმიერი კატეგორიისთვის. მათი შეთავსება შეიძლება სხვა სახის ტურებთანაც. ჩვენ გთავაზობთ კულტურულ ტურებს საქართველოს ნებისმიერ კუთხეში.
ღვინის ტურები – ეს ტურები შემუშავებულია მათთვის ვისაც აინტერესებს ქართული ღვინოების დამზადების ტექნოლოგიები და სამზარეულო. ტურები ტარდება საქართველოს კუთხეებში– კახეთში და რაჭაში. ტურის დროს სტუმრები გაეცნობიან ღვინის დამზადების ტექნოლოგიებს, მოინახულებენ ღვინის ქარხანას და ტრადიციულ გლეხურ მარანს, დააგემოვნებენ ღვინოებს,შეიძლება მონაწილეობის მიღება ქართული ტრადიციული კერძების დამზადებაში.
ჯიპ ტურები – მათთვის ვისაც სურს თვითონ დაძლიოს უგზოობა და რთულად გავლადი მაღალი მთის გზები, დატკბეს მრავალფეროვანი ხედებით, გაეცნოს ადგილობრივ კულტურას და იხილოს ღირსშესანიშნაობები. ეს საქართველოს კარგად გაცნობის მშვენიერი შესაძლებლობაა.
ეკო ტურები არის ხანმოკლე ლაშქრობები. ასეთი ლაშქრობების ხანგძლივობაა 1-2 დღე. ასეთი გასვლების დროს ტურისტებს შეეძლებათ დატკბნენ საქართველოს ბუნების სილამაზით, იხილონ ღირსშესანიშნაობები, რომელთა ნახვა ტრანსპორტით შეუძლებელია. ასეთი კი ბევრი გვაქვს! ეკო ტურები ტარდება ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში. ზაფხულში შესაძლებელია ეკო ტურების და კულტურულ ტურებთან შეთავსება.
ასევე ვაწყობთ ექსკურსიებს.
მოგემსახურებათ კვალიფიციური გიდ-ინსტრუქტორი
ასევე გთავაზობთ საქორწილო მოგზაურობების და საქმიანი შეხვედრების ორგანიზებას.
- ინდივიდუალურ და ჯგუფურ მოგზაურობასა და დასვენებას
–კორპორატიული გასვლებისა და კომფერენციების ორგანიზებას მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში - თქვენი სურვილისამებრ.
–ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსაბლების საერთაშორისო ფესტივალებში მონაწილეობას, სპორტული შეკრებებისა და ამხანაგური თამაშების ორგანიზებას.
კომპანიაში შეგიძლიათ დააჯავშნოთ და შეიძინოთ ავია-ბილეთები ყველა მიმართულებით.














